EF Palace

30 მარ

სტუმართმოყვარე შეკვეთილი

შეკვეთილი შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან მდებარეობს.   სოფელი   ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილია.

 

შეკვეთილის ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან ხდება ცნობილი. აქ მდებარეობდა სასაზღვრო-საფორტიფიკაციო ციხე

შემდგომში მამია გურიელმა ახალი ციხე ააგო და მას წმინდა ნიკოლოზის სახელი უწოდა, რომელიც ბოლშევიკებმა 1920 წელს დაანგრიეს.

რუსულ- ოსმალური დაპირისპირებაში გურულებიც მონაწილეობდნენ. ადგილობრივმა მებრძოლებმა მოწინააღმდეგის მძიმე იერიშები რამდენჯერმე მოიგერიეს.

შეკვეთილი აჭარასთან მომიჯნავე სოფელია. ის ახლოა სხვა კურორტებთან. შესაბამისად აქ დაბინავების შემდეგ ადვილად მოინახულებთ ურეკს, ქობულეთსა და ბათუმს.

“Black sea Arena” შეკვეთილის სავიზიტო ბარათია. მსოფლიოს ცნობილი მომღერლების ტურნეებში შეკვეთილი აუცილებელი გაჩერებაა

მინიატურების პარკი

პარკი ” ციცინათელა”

მომღერლების ქანდაკებები

და რა თქმა უნდა შავი ზღვაა

ესაა შეკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Leave a Reply